GEO ENG
GEO ENG

როგორ შეუძლიათ სატელევიზიო არხებს აბიტურიენტების დახმარება და რეიტინგული გადაცემის გაკეთება

ვფიქრობთ, ძალიან სასარგებლო, რეიტინგული გადაცემა გამოვა, თუ რომელიმე სატელევიზიო არხი გააკეთებს უნარ-ჩვევების შემსწავლელ გადაცემას. გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნება რამოდენიმე სტუმარი, რომლებიც ერთად განიხილავენ სხვადასხვა ტესტებს, იმსჯელებენ და გამოიტანენ დასკვნებს. შესაძლოა, გადაცემის მსვლელობისას ტარდებოდეს კონკურსი, მაყურებელს შეეძლოს სმსით სწორი პასუხების გაგზავნა და ვინც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გასცემს, ან მიიწვიონ შემდეგ გადაღებაზე, ან რაღაც პრიზი გადასცენ.

 

ვფიქრობთ ეს გადაცემა არამარტო აბტურიენტებს გამოადგებათ. ამჟამად თითქმის ყველა სამსახურში მისაღებად საჭიროა ამ ტესტების ჩაბარება, უფროსი თაობა კი ძალიან ცუდად ერკვევა ამ საგანში. ასეთი გადაცემა მათ დაეხმარებათ, უკეთ გაიგონ და ისწავლონ უნარ-ჩვევები.