GEO ENG
GEO ENG

როგორ შეუძლიათ სადაზღვეო კომპანიებს ქონების დაზღვევით მიღებული შემოსავლების ზრდა

თუ სადაზღვევო კომპანიები შესთავაზებენ ნახევარსარდაფებში გახსნილ მაღაზიებს გასაყიდი საქონლის და მაცივრებისა თუ სხვა დანადგარების წვიმის მოვარდნისაგან და დატბორვისაგან დაზღვევას, წარმატებული პროდუქტი შეიძლება გამოუვიდეთ.

 

პოლისები ერთთვიანი რომ იყოს და ავტომატურად განახლებადი, ყოველთვიური თანხის გადახდასთან ერთად, დავუშვათ, გადახდილი თანხის ასმაგი ოდენობით (კოეფიციენტი დამოკიდებულია ასეთი ობიექტების რაოდენობაზე და ასეთი დატბორვების სტატისტიკურ მონაცემბზე, რისი მოპოვებაც ან დაახლოვებით შეფასებაც წესით ძალიან რთული არ უნდა იყოს) რომ აზღვევდეს, ბევრი ასეთი მაღაზია შეიძლება დაინტერესდეს.

 

გაყიდვებიც არ უნდა იყოს რთული, ერთი ჩამოვლა დასჭირდება ისეთ უბნებს, სადაც ასეთი ობიექტები ბევრია და შედეგიც სავარაუდოდ არ დააყოვნებს.