GEO ENG
GEO ENG

როგორ შეუძლიათ სადაზღვევო კომპანიებს ხელი შეუწყონ დაზღვევის ბაზრის ზრდას

თუ სადაზღვევო კომპანიები შექმნიან ერთობლივ სამუშაო ჯგუფს, რომელიც მიზნად დაისახავს მიაჩვიოს მოსახლეობა მანქანისა და ბინის დაზღვევის აუცილებლობის აზრს, დააფინანსებენ შესაბამის სარეკლამო კამპანიას, ხოლო ხარჯებს წლის ბოლოს მიღებული შედეგების მიხედვით გაინაწილებენ – შეძლებენ მნიშვნელოვნად გაზარდონ დაზღვევის ბაზარი.

 

 

მოსახლეობაში დაზღვევის მიმართ დამოკიდებულების ცვლილებამ უნდა გაზარდოს დაზღვევაზე მოთხოვნაც, ამან კი პროდუქტებზე: მაგალითად, ავტოდაზღვევის ფასის რადიკალური (50-70% ან მეტით) შემცირება უნდა გახადოს შესაძლებელი. ეს გაყიდვებსაც გაზრდის და ყველა კომპანიას მოუტანს მოგებას.

 

გასაგებია, რომ არც ერთი კომპანია არ არის მზად, ინდივიდუალურად დააფინანსოს სოციალური ტიპის სარეკლამო კამპანია, რომელიც არა რომელიმე კომპანიის, არამედ მთლიანად დაზღვევის პოპულარიზაციისკენ იქნება მიმართული. შესაბამისად, გამოსავალი ამ მიმართულებით გაწეული ხარჯების რამოდენიმე კომპანიას შორის გაყოფა შეიძლება გახდეს.

 

გაწეული ხარჯების გაყოფის პრინციპი კი ძალიან მარტივი შეიძლება იყოს. წლის ბოლოს, ბაზრის გადანაწილების მიხედვით, ან ბაზრის მოცულობის წლის განმავლობაში ნაზრდის განაწილების მიხედვით შეიძლება, კომპანიებს შორის ამ კამპანიაზე გაწეული ხარჯების გადანაწილება. ბუნებრივია, თვითონ კამპანია, მისი სტრატეგია, კონცეფცია და ბიუჯეტი  წლის დასაწყისში წინასწარ იქნება შეთანხმებული.

 

არ არის აუცილებელი, ამ შეთანხმებაში ყველა სადაზღვევო კომპანია იყოს ჩართული. მაშინაც კი, თუ მათი ნაწილი უარს იტყვის მონაწილეობაზე, საკმარისია, ბაზრის მთავარი მონაწილეები შეთანხმნენ მათთვის მიღებული ეფექტი მაინც ძალიან საგრძნობი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ წილად, ამ კამპანიის შედეგებით, ბუნებრივია, შეთანხმებაში არშესული სადაზღვევოებიც ისარგებლებენ.

 

მას შემდეგ, რაც ავტო და ქონების დაზღვევის მიმართულებით ასეთი სტრატეგიით ბაზრის მოცულობის გაზრდა გახდება შესაძლებელი, იმავე სამუშაო ჯგუფმა მომავალ წლებში, შესაძლოა, სიცოცხლის დაზღვევის და საპენსიო დაზღვევის პოპულარიზაციაზეც ანალოგიური სტრატეგიით განააგრძონ მუშაობა.