GEO ENG
GEO ENG

როგორ შეუძლიათ სადაზღვევო კომპანიებს საკუთარი შეთავაზება გახადონ განსაკუთრებით საინტერესო პედაგოგებისთვის და სოციალურად დაუცველებისათვის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებში

კონკრეტული პროფესიებისათვის (მიზნობრივი ჯგუფებისათვის) შექმნილი პროგრამების სადაზღვევო პაკეტში შეტანა და მერე ამის სწორად მიტანა ამ ადამიანებამდე, შესაძლოა, სადაზღვევო პროდუქტის მთავარი კონკურენტული უპირატესობა გახდეს დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებისას.

 

მაგალითად, თუ სადაზღვევო კომპანია სპეციალურად პედაგოგებისათვის მომსახურების პაკეტში შეიტანს პროფილაქტიკურ კურსს, რომელიც გარკვეული სეანსებისგან შედგება და მიმართული იქნება მათთვის სახსრებთან, წელის ტკივილთან, ხმის იოგებთან დაკავშირებული და სხვა პროფესიული დაავადებების პროფილაქტიკისაკენ, ეს ამ კომპანიის შეთავაზებას კონკურენტებისგან საგრძნობლად გამოარჩევს.

 

თუმცა, ამ ყველაფრისათვის დამატებით იქნება საჭირო სადაზღვევომ წლის განმავლობაში დახარჯოს ფული და ამ სეანსების ეფექტურობაში რაც შეიძლება მეტი პედაგოგი დაარწმუნოს.

 

ზუსტად იგივე მიდგომა შეიძლება აღმოჩნდეს ეფქტიანი ასევე სოციალურად დაუცველების შემთხვევაშიც. ეს მოხდება ჯანმრთელობის მათთვის დამახიასათებელი სპეციფიკური რისკების გათვალისწინებით შემუშავებული ლაზერული თერაპიის სპეციალური პროგრამების მეშვეობით. ასევე სხვა სამედიცინო მანიპულაციების გამოყენებით, რომლებიც კონკრეტული ჯგუფებისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური დაავადებების პროფილაქტიკა-პრევენციისაკენ იქნება მიმართული.

 

ასე შეთავაზება მიზნობრივი ჯგუფისათვის უფრო მორგებული გახდება და მათში დაზღვევის მიმართ რეალურ ინტერესსაც მნიშვნელოვნად გაზრდის.