GEO ENG
GEO ENG

როგორ შეუძლიათ სადაზღვევო კომპანიებს გაზარდონ ავტო დაზღვევის გაყიდვები

ავტომობილის მართვის ინსტრუქტორებთან თანამშრომლობა ძალიან კარგი გზა შეიძლება აღმოჩნდეს სადაზღვევო კომპანიებისათვის ავტოდაზღვევის პოლისების უკეთ გასაყიდად. ავტომანქანებთან დაკავშირებით ამ ხალხს მოსწავლეები ენდობიან, მათთან დალაპარაკების და დარწმუნებისთვის დროც საკმარისზე მეტი აქვთ ტარების სწავლების პროცესში. როგორც წესი ეს ადამიანები (ან მათთვის) მანქანებს მოკლე დროში იყიდიან, ისე, რომ საკმაოდ კარგი ბაზარია. გასაგებია, რომ რისკები ცოტა მაღალია ახალ ნასწავლ მძღოლებში, მაგრამ ეგ ხომ კალკულაციის ამბავია..

თუ სადაზღვევო კომპანიები ინსტრუქტორებს საკმარისად დააინტერესებენ ისინი კარგი გამყიდველები გახდებიან. იგივე შეიძლება იყოს სტილისტების შემთხვევაში, ჯანმრთელობის დაზღვევის გასაყიდად. მათაც დიდი ხნის და ნდობით აღსავსე ურთიერთობები აქვთ, როგორც წესი, თავის კლინტებთან და თან პერიოდული შეხსენების შესაძლებლობა. ისე რომ, მათი დაინტერესებაც მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს სადაზღვევო კომპანიებისათვის.

 

ზოგადად გარე ქსელები, ანუ ადამიანებთან თანამშრომლობა, ვისაც პირველადი სამსახური აქვს და დაზღვევას დამატებითი შემოსავლის წყაროდ შეიძლება იხილავდეს, ძალიან მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს სადაზღვევო კომპანიებისათვის. არანაკლებ (თუ უფრო მეტად არა) ვიდრე სრულად დასაქმებული სადაზღვევო აგენტები.