GEO ENG
GEO ENG

როგორ შეუძლიათ კომპიუტერების იმპორტიორებს გაზარდონ გაყიდვები

ჩვენი აზრით, ძალიან დიდი მოთხოვნილება შეიძლება იყოს იაფფასიან ნოუთბუქებზე, რომელსაც უფასო უკაბელო ინტერნეტი მოყვება, უვადოდ, ან ხანგრძლივად.

 

თუ კომპიუტერების რომელიმე იმპორტიორი მოახერხებს ბაზარზე იაფი ნოუთბუქების შემოტანას და მოელაპარაკება უკაბელო ინტერნეტის ერთ-ერთ პროვაიდერს, მიაწოდოს ინტერნეტის მინიმალური პაკეტი ნოუთბუქის მყიდველს და მიმღებიც თვითონ კომპიუტერში ჩაუმონტაჟოს, სავარაუდოდ, ბევრ ასეთ ნოუთბუქს გაყიდის.

 

თვითონ ინტერნეტ-პროვაიდერისთვისაც ამ პროექტში მონაწილეობა მომგებიანი უნდა იყოს. იგი სწრაფად გაზრდის კლიენტების რაოდენობას, ამასთან, ამ ხალხს როცა პაკეტის მოცულობის გაზრდის სურვილი გაუჩნდებათ, სწორედ ამ კომპანიას ექნება შესაძლებლობა, მიაწოდოს უფრო მეტი ინტერნეტი.