GEO ENG
GEO ENG

როგორ შეუძლიათ დღის მატარებელებს შემოსავლებიც გაუზარდონ რკინიგზას და კლიენტების კმაყოფილებაც

ვფიქრობთ, შესაძლოა, კარგი სიახლე იყოს საბავშვო ვაგონების დამატება დღის მატარებლებზე. მინიმუმ ბათუმის მიმართულებით და ზაფხულში ამან შეიძლება კარგად იმუშაოს. 

 

ვაგონი მოწყობილი უნდა იყოს სათანადოდ. იგი უნდა აღიჭურვოს სათამაშოებით, კინოთეატრით მულტფილმების და საბავშვო ფილმების საჩვენებლად. უნდა ჰყავდეთ სპეციალური პერსონალი, რომელიც ბავშვებს გაართობს და ყურადღებას მიაქცევს. მშობლებს კი უნდა ჰქონდეთ საშუალება, ყოველი ვაგონიდან, დაინტერესების შემთხვევაში ნახონ მოცემულ მომენტში როგორ ერთობა მათი შვილი.

 

ვფიქრობთ, საბავშო ვაგონში ბილეთების ღირებულება ბევრად უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამჟამად საბავშვო ბილეთების ფასია. მშობლების უფრო კომფორტულად იმგზავრებენ და ბავშვებიც კარგად გაერთობიან.