GEO ENG
GEO ENG

როგორ შეუძლიათ ბანკებს და სადაზღვევო კომპანიებს ერთობლივად დაეხმარონ გაყიდვებში ორგანიზაციებს

ვფიქრობთ, ვაჭრობის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს, თუ ბანკები საკრედიტო რისკების ანალიზს, როგორც მომსახურებას, მიყიდიან სადაზღვევო კომპანიებს, რომლის საფუძველზეც ეს კომპანიები კონსიგანციით გაცემული საქონლის ფინანსურ რისკებს დააზღვევენ.

 

ამ ოპერაციებს ბანკებიც და სადაზღვეოვებიც ამჟამად დამოუკიდებლად აკეთებენ. ეს, სავარაუდოდ, იმიტომ ხდება, რომ ერთობლივად არ მოქმედებენ, ოპერაციების მოცულობაც მცირეა და რაოდენობაც. არადა ამ მომსახურების სტანდარტიზაციას და აქტიურ გაყიდვებს საკრედიტო რესურსებზე დიდი მოთხოვნის გარეშე შეუძლია გაუზარდოს შემოსავლები როგორც ბანკებს, ისე სადაზღვევო კომპანიებს.