GEO ENG
GEO ENG

როგორ შეუძლიათ ბანკებს დაეხმარონ ბიზნესის დაწყების მსურველებს და თან მოზიდული ანაბრების მოცულობაც გაზარდონ

თუ რომელიმე ბანკი საკუთარი ბიზნესის დაწყების მსურველებს, რომლებიც საკმაოდ ბევრია, შესთავაზებს, მათი დანაზოგი განათავსონ სპეციალურ ანაბარზე, რომელზეც, რაც უფრო დიდი თანხა ექნებათ შენახული და რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში, მით მეტი სესხის აღება შეეძლებათ, როდესაც საბოლოოდ ჩამოყალიბდებიან, რა ბიზნესის დაწყება უნდათ და როგორ.

კარგი იქნება, თუ იგივე ბანკი ბიზნესის დაწყების მსურველებს, მარტივ კონსულტაციებსაც შესთავაზებს ბიზნესის დაწყების იურიდიულ, საბუღალტრო, მარკეტინგულ თუ მმართველობით საკითხებზე. ამით ის დაეხმარება ადამიანებს, სწრაფად იპოვონ საკუთარი საქმე და დაიწყონ მისი კეთება. ამ ანაბრის ყველაზე საუკეთესო რეკლამა კი სწორედ იმ ხალხის რაოდენობა იქნება, ვინც მისი მეშვებით შექმნა სკუთარი ბიზნესი.