GEO ENG
GEO ENG

როგორ შეუძლიათ ავტოდილერებს გაზარდონ ახალი მანქანების გაყიდვები ამხანაგური სალაროების მეშვეობით

თუ ავტოდილერები მათი მოდელების ყიდვის მსურველებს შორის ამხანაგური სალაროს ფორმირების ორგანიზებას გააკეთებენ ამით სავარაუდოდ გაზრდიან ახალი ავტომობილების გაყიდვებს.ბევრი ადამიანია ვისაც სტაბილური ანაზღაურება აქვს და ახალი მანქანის ყიდვასაც გეგმავს, მაგრამ არ ეჩქარებათ და ბანკებისთვის სესხის ამხელა პროცეტების ხდის იდეაც არ ხიბლავთ. ასევე არსებული მანქანების გაყიდვაზე წვალებაც ეზარებათ.

 

თუ ავტოდილერები ასეთ ადმიანებს მოძებნიან, დაეხამრებიან მათ ორგანიზებულ ჟგუფებად გაერთიანდნენ და ამხანაგური სალაროები ჩამოაყალიბონ რომლის მიზნობრიობაც ახალი ავტომანქანის შეძენა იქნება ამით თავისთვისაც კარგ საქმეს გააკეთებენ და ამ ადამიანებსაც დაეხმარებიან.

 

პრინციპი კი მარტივია: 10-12 ადამიანი ერთიანდება და იწყებს ყოველთვიურად წინასწარ განსაზრული თანხის (დავუშავათ $1000) შეტანას. თვეში ერთხელ ისინი იკრიბებიან და აკეთებენ გათამაშებას თუ ვისია სალარო ამ თვეში. შესაბამისად იღბლიანი მთლიან თანხას ამატებს მისთვის სასურველი მოდელისათვის საჭირო თანხას და გამოჰყავს მანქანა, რომელიც მისი საკუთრება მხოლოდ სრული წრის დასრულების შემდეგ ხდება.

 

თუ თამაშს ვინმე შუა გზაში გამოეთიშება მას ეს გარკვეული თანხა დაუჯდება, ანუ უკვე შემოტანილი თანხის რაღაც ნაწილს ვეღარ გაიტანს, რაც მის ადგილზე სხვა მსურველის მოძებნას მნიშვნელოვნად გაადვილებს.

 

თუ უკვე გაყვანილი მანქანის მფლობელი შეწყეტს გადახდას, მას მანქანის სხვა ამის მსურველ მოთამაშეზე გადაცემა მოუწევს შეღავათიანი პირობებით, თვითონ კი შემოტანილი თანხის გარკვეულ ნაწილს ვეღარ გაიტანს.

 

ეს სქემა თუ კარგად დამუშავდება და მერე აქტიურად გავრცელდება ინფორმაცია, ვფიქრობთ ამხანაგურ სალაროში ჩართვის მსურველი ცოტა არ უნდა იყოს. მითუმეტეს, რომ ამგვარ სალაროებს დღეს ძალიან ბევრ ორგანიზაციებში, სამეზობლოებში, და სამეგობროებში ისედაც ხშირად აკეთებენ.

 

ასევე კარგი იქნება თუ ავტოდილერები ავტომანქანის გაყიდვებში დახმარების მომსახურებასაც შესთავაზებენ ასეთ ჯგუფებში გაერთიანებულ ადამიანებს. ეს მათთვის ამ “თამაშში” მონაწილეობას კიდევ უფრო სასურველს გახდის.