GEO ENG
GEO ENG

როგორ შეუძლია, მაგალითად, Block Georgia-ს გარემოც დაიცვას და შემოსავლებიც გაზარდოს

კარგი იქნება, თუ  Block Georgia, ან სხვა კომპანია, რომელსაც ანალოგიური ტიპის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება გააჩნია, დაიწყებს საწარმოო გამონაბოლქვისაგან გარემოს  დამცავი ფილტრების გაყიდვას და მონტაჟს.

 

გაყიდვა, ვფიქრობთ, რთული არ უნდა იყოს. აქტიური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც გარემოს ასეთი დამაბინძურებლების გამოვლენას და მხილებას დაისახავს მიზნად, შესაბამისი აპარატურით და სხვა საშუალებებით იქნება აღჭურვილი, კარგი პარტნიორი შეიძლება აღმოჩნდეს ამ საქმეში. ისინი გამოავლენენ, საიდან ბინძურდება გარემო, საჭიროების შემთხვევაში ატეხენ განგაშს, ხოლო კომპანია შესთავაზებს შესაბამის ფილტრებს და მათ ჩამოტანა-მონტაჟს.

 

გასაგებია, რომ, ერთი შეხედვით, არ ჩანს ლამაზი ასეთ ალიანსში მონაწილეობა. მაგრამ მთავარია, კარგი საქმე გაკეთდება _ გარემოც უფრო დაცული იქნება და კომპანიაც დამატებით შემოსავლებს მიიღებს.