GEO ENG
GEO ENG

როგორ შეიძლება „ორი ლულა“ დაიტვირთოს უქმე დღეებში

თუ „ორი ლულა“ კვირა დღეს მიუძღვნის ბავშვებს – გააკეთებს ცალკე მენიუს პატარებისთვის, შექმნის მათთვის მიმზიდველ გარემოს, ყოველ კვირას დაგეგმავს და ჩაატარებს სპეციალურ გასართობ ღონისძიებეს მათთვის, შეიქმნება მოლოდინი, რომ იქ კვირაობით ბავშვებისთვის რაღაც ძალიან საინტერესო ხდება. 

 

კვირა დღე იდეალურია ამისათვის, რადგან მშობლები ცდილობენ ეს დღე შვილებს მიუძღვნან და მეტი დრო გაატარონ მათთან. ადგილები კი, სადაც მათთან ერთად წასვლა შეიძლება, ბევრი არაა.

 

რაც შეეხება გასართობ ღონისძიებებს და საჩუქრებს, ძირითადი აქცენტი ქართული ზღაპრების გმირებზე უნდა გაკეთდეს, რითიც კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება მშობლებისთვის და ბავშვებსაც გააცნობს და შეაყვარებს ქართულ გმირებს.

 

თვითონ ორი ლულა კი უქმე დღეებშიც შეძლებს შემოსავლის მიღებას.