GEO ENG
GEO ENG

როგორ შეიძლება ქვემო ქართლის რესურსების უკეთესად გამოყენება

ვფიქრობთ, დიდ ქალაქებში მცხოვრები 40 წელს გადაცილებული ბევრი წყვილი, რომელსაც შვილები შეძლებისდაგვარად დაბინავებული ჰყავს, დათანხმდება ქვემო ქართლში ცხოვრებას, თუ მათ ამისათვის გარკვეულ პირობებს შეუქმნის ადგილობრივი ხელისუფლება. 

 

ამ ასაკის ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისში საკუთარი თავის რეალიზებას ვეღარ ახდენს, ამიტომ, თუ ქვემო ქართლის ხელისუფლება გამოყოფს მიწებს, გადასცემს მათ სარგებლობაში გარკვეული ვადით, მეტიც, საკონსულტაციო ცენტრების შექმნით დაეხმარება მოსავლის მოყვანაში, მის დააზღვევასა და გარკვეულწილად რეალიზებაშიც  – ვფიქრობთ, ბევრი ადამიანი დიდი ქალაქებიდან არამარტო დათანხმდება, არამედ შესაძლოა გამონახოს რამოდენიმე ნაცნობიც, რომლებთან ერთადაც გადავა ახალ სოფლებში საცხოვრებლად.

 

შედეგად, ადამიანი დასაქმდებიან და მიწებიც დამუშავდება. ქვემო ქართლში ახალი ქართული სოფლების შექმნას ხომ არა მხოლოდ ეკონომიკური დატვირთვა აქვს..