GEO ENG
GEO ENG

როგორ შეიძლება ქართულმა სატელევიზიო მაუწყებლებმა ხელი შეუწყონ ქართული წარმოების განვითარებას

თუ რომელიმე სატელევიზიო არხი გააკეთებს სპეციალურ გადაცემას, რომელიც საქართველოში წარმოებული პროდუქციის შესახებ იქნება, ძალიან დაეხმარება ქართულ ეკონომიკას და საინტერესო გადაცემაც გამოვა. 

 

ასეთი გადაცემის მიზანი უნდა იყოს, რომ ქართულ ორგანიზაციებს დაეხმაროს საქართველოში წარმოებულ პროდუქციის გაყიდვაში. ამისათვის საჭიროა შეირჩეს ის ორგანიზაციები, რომლებიც ქართულ პროდუქტს ქმნიან და შემდეგ გაკეთდეს კარგი სიუჟეტი. აუცილებელია, რომ ეს პროდუქცია იწარმოებოდეს ხარისხის სტანდარტების დაცვით. ასევე სასურველია, რომ ისეთი პროდუქტები შეირჩეს, რომელსაც აქვს პოტენციალი ჩაანაცვლოს იმპორტი. განსაკუთრებით ისეთი, რომელზეც იმპორტს დიდი წილი უკავია.