GEO ENG
GEO ENG

როგორ შეიძლება უკაბელო ტელეფონების გაყიდვების ზრდა

ვფიქრობთ, უკაბელო ტელეფონების ბაზარზე უპირატესობას მოიპოვებს ის კომპანია, რომელიც დაამუშავებს გაყიდვების უფრო აგრესიულ სქემას და უფრო ახლოს მივა პოტენციურ კლიენტებთან.

 

სავარაუდოდ ასეთი ტიპის ტელეფონების მომხმარებლები  ძირითადად სოფლის მაცხოვრებლები იქნებიან. ამდენად, ვფიქრობთ, ეფექტური იქნება მძლავრი სადილერო ქსელის შექმნა, რომელიც მოიცავს თითოეულ რაიონს. დილერები მომხმარებლებს პირდაპირ შესთავაზებენ უკვე ქსელში ჩართულ ტელეფონებს და აიღებენ გარკვეულ საკომისიოს.

 

ასეთ დილერებად შეიძლება გამოდგნენ რაიონული ცენტრის ან სოფლის მაღაზიები, ბენზინგასამართი სადგურები, ასევე კერძო პირები, რომლებიც კარდაკარ ივლიან და პირდაპირ შეთავაზებებს გაუკეთებენ პოტენციურ მომხმარებლებს.