GEO ENG
GEO ENG

როგორ შეიძლება პენსიების გამცემმა ბანკმა ასეულობით ათას ოჯახში წარმომადგენლები გაიჩინოს

თუ პენსიების დამრიგებელი ბანკი დამატებით სახსრებს გამოყოფდა თავისი კლიენტი პენსიონრებისთვის გასართობი ღონისძიებების ორგანიზებისთვის, ამით, ვფიქრობთ, რომ პენსიების პროგრამაში მონაწილეობის გრძელვადიან შესაძლებლობებსაც გაზრდიდა და ასეულობით ათას ოჯახში კეთილგანწყობილ წარმომადგენლებსაც გაიჩენდა, რომლებიც მასზე ხშირად და დადებით კონტექსტში ისაუბრებდნენ.

 

პენსიონერი კლიენტებისთვის, ბანკის არსებული სერვისებიდან,ფასდაკლებებთან თუ სხვა შეთავაზებებთან შედარებით ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ხომ მათ მიმართ ზრუნვის გამოხატვა, მათთვის ისეთი სოციალური გარემოს შექმნაა, სადაც ისინი შეიკრიბებიან, ერთმანეთს შეხვდებიან და საკუთარ ამბებს გაუზიარებენ.

 

ამისთვის, კარგი იქნება, თუ ბანკი სპეციალურ ადგილებს მოაწყობს ბანკთან ახლო ტერიტორიაზე, ან კიდევ სკვერებში. მოხუცებისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნის, სადაც ისინი მივლენ, ერთმანეთს შეხვდებიან. აქ მათ ნარდის, ან ჭადრაკის თამაშიც შეეძლებათ, გაზეთების წაკითხვა, სპეციალურ შეჯიბრებებში მონაწილეობა და ა.შ. ამ ყველაფრის ორგანიზებაში შეიძლება თვითონ პენსიონერებიც ჩაერთონ.

 

ამ და სხვა ღონისძიებების ორგანიზებისთვის ბანკმა ერთი Event manager უნდა აიყვანოს და სპეციალური ბიუჯეტი გამოყოს(არც თუ ისე დიდი). მენეჯერი შეადგენს მოხუცებისათვის ჩასატარებელი ღონისძიებების ნუსხას. მაგალითად, წელიწადში რამოდენიმეჯერ, სხვადასხვა ქალაქში მოაწყობს უფასო კონცერტებს სპეციალურად 60 წელს გადაცილებული მაყურებლებისათვის– მაყურებლის შესაბამისი რეპერტუარით და ორგანიზებას გაუკეთებს კინოფილმების ჩვენებას, ან მოაწყობს სხვა მცირებიუჯეტიან ღონისძიებას, რომლებსაც ამ ადამიანებისათვის ცხოვრების გახალისება და გალამაზება შეუძლია. რაც შეეხება პენსიონრების ინფორმირებას მოსალოდნელ ღონისძიებებზე, ეს თავისუფლად შეიძლება მოხერხდეს პენსიების გაცემის დღეს, როცა ისინი სტუმრობენ ბანკებს.