GEO ENG
GEO ENG

როგორ შეიძლება ნავთობის კომპანია გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი კორპორატიული კლიენტებისთვის

თუ ბენზინგასამართი სადგურების რომელიმე ქსელი კორპორატიულ კლიენტებს, საწვავთან დაკავშირებული ხარჯების შემცირების მიზნით, დამატებით მომსახურებებს შესთავაზებს, ბევრი მათგანისთვის კიდევ უფრო სასურველი პარტნიორი გახდება. 

 

ასეთი მომსახურებები შეიძლება იყოს:

 

ა) წვის თვალსაზრისით ავტომანქანის გამართულობის ანალიზი და კონტროლი.

ბ) ოპტიმალური საწავავის შერჩევა და შეთავაზება თითოეული მანქანის მიხედვით.

გ) დეტალურ პერიოდულ ანარიშგებას, თითოეული მანქანის მიხედვით, გავლილი კილომეტრების, დამწვარი საწვავის და მისი ღირებულების შესახებ.

 

ეს დამატებითი ინფორმაცია და მომსახურება ბევრ კომპანიას მისცემს საშუალებას, რათა უფრო ეფექტურად დაგეგმოს და განკარგოს საწვავისათვის განკუთვნილი თანხები.

 

კარგი იქნება ასევე, თუ კომპანია, განსაკუთრებით დიდი ავტოპარკის მქონე ორგანიზაციებს, ადგილზე მომსახურებას, ანუ მანქანების ავტოფარეხებში საწვავით გამართვას შესთავაზებს..