GEO ENG
GEO ENG

როგორ შეიძლება მთაწმინდის პარკი გახდეს უფრო აქტიური დღის საათებში

კარგი იქნება, თუ მთაწმინდის პარკი სპეციალურ ბარათებს გააკეთებს საბავშვო ბაღების და სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლებისათვის. და ჯგუფების ავტობუსით მომსახურებასაც თვითონვე უზრუნველყობს დღის კონკრეტულ საათებში.

ამასთან, თუ ამ ბარათებით დღის იგივე მონაკვეთში მნიშვნელოვან ფასდაკლებას მიიღებენ ატრაქციონების იმ ნაწილზე, რომელიც ამ ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, ეს მიზანშეწონილი იქნება რამოდენიმე მიზეზის გამო:

 

a. ატრაქციონები თანაბრად დაიტვირთება დღის საათებშიც.

b. გაცილებით მეტი ბავშვი მიიღებს სიამოვნებას ბომბორას პარკით;

c. ბევრი ბავშვი მონაყოლით დააინტერესებს მშობლებს მოინახულონ ეს პარკი შვილებთან ერთად, რაც კიდევ უფრო გაზრდის ყოველდღიურ დატვირთვებს საღამოს საათებშიც.