GEO ENG
GEO ENG

როგორ შეიძლება დაეხმაროს სუპერმარკეტების ქსელი მონასტრებში მოღვაწე ბერ-მონაზვნებს

თუ მსხვილი სუპერმარკეტების ქსელი გამოიყენებს აქამდე  განუხორციელებელ შესაძლებლობას, დაეხმარება მონასტრებში მოღვაწე ბერ-მონაზვნებს მათ მიერ ხელით ნაკეთი პროდუქციის გაყიდვაში, ალბათ ძალიან კარგ საქმეს გააკეთებს არა მხოლოდ საკუთარი რეპუტაციის და გაყიდვების ასამაღლებლად, არამედ თავად მონასტრებისთვისაც. საქართველოში არსებული მონასტრების უმრავლესობაში ხდება  ხელით ნაკეთი უნიკალური ნივთების და კვების პროდუქტების წარმოება: სანთლების, სუვენირების, თექისგან, მინანქრისგან დამზადებული სამკაულის  თუ ნაქსოვი და ნაქარგი ნივთების დამზადება, თაფლის, ჩურჩხელების და სხვა პროდუქციის წარმოება. თუ ქსელი 3 თვეში ერთხელ მაინც შეძლებს ამ პროდუქციის გაყიდვის აქციის ორგანიზებას და მის პრომოციას, სავარაუდოდ ეს პროდუქცია სწრაფად გაიყიდება. ამით დაეხმარებიან  მონასტრებს, მისცემენ დამატებით სტიმულს ახალი წარმოების დასაწყებად და თავადაც მიიღებენ დამატებით შემოსავალს.