GEO ENG
GEO ENG

როგორ შეიძლება გახდეს მეტროთი მგზავრობა სასიამოვნო

კარგი იქნება, თუ “თბილისის მეტრო” მიწისქვეშ არსებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ტიპის გამოფენა-გაყიდვებს (სურათები, ნაკეთობები, სუვენირები და ა.შ.) გაუკეთებს ორგანიზებას.

 

მეტროს ყოველდღიურად 250 000-მდე მგზავრი გადაჰყავს. მათ გარკვეული დროის გატარება ბაქნებზე დგომასა და მატარებლის ლოდინში უხდებათ. თუ მათ, ამ პერიოდში, საშუალება ექნებათ რამე დაათვალიერონ (სურვილის შემთხვევაში კი შეიძინონ კიდეც), მათთვის მეტროთი მგზავრობა მოსაწყენი აღარ იქნება და შესაბამისად, “თბილისის მეტროს” შემოსავლებიც გაიზრდება.