GEO ENG
GEO ENG

როგორ შეიძლება გახდეს ერთ-ერთი სააფთიაქო ქსელი (ვინც მოასწრებს ამის გაკეთებას) უფრო მეტად საინტერესო მომხმარებლებისთვის

წარმოიდგინეთ შედიხართ აფთიაქში და იქვე კუთხეში დგას დაახლოებით ისეთი აპარატი როგორიცაა კომუნალური გადახდების აპარატები. მიდიხართ ამ აპარატთან და ატარებთ თქვენს ლოიალობის ბარათს (მაგ: ზღარბი ბარათი, ჩემი ოჯახის ბარათი, მტრედი ბარათი და სხვ.), რის შემდეგაც ეკრანზე გამოდის შეკითხვა ოთხი სავარაუდო პასუხით. თქვენ გაქვთ 20 წამი რათა აირჩიოთ სწორი პასუხი. თუკი თქვენს მიერ არჩეული პასუხი სწორი აღმოჩნდება აპარატიდან ამოიბეჭდება სპეციალური ფასდაკლების კუპონი, რომლითაც შეგიძლიათ ამ აფთიაქში შეიძინოთ პროდუქცია ფასდაკლებით. კუპონს ვადა აქვს 24 საათი და თქვენ მხოლოდ დღეში ერთხელ შეგიძლიათ მსგავსი რაღაცის გაკეთება.

 

ვფიქრობთ კარგი ნოვაცია იქნება თუკი რომელიმე სააფთიაქო ქსელი მსგავს რაღაცას გააკეთებს საკუთარ აფთიაქებში (ერთ ან ორში მაინც). ამით ძალიან გაახალისებს მომხმარებელს და ინოვატორის იმიჯსაც შეიქმნის.