GEO ENG
GEO ENG

როგორ შეიძლება გამოიყენოს საცალო ქსელმა სხვა კომპანიების მომხმარებლების ლოიალობის საბარათე პროგრამები

საცალო ვაჭრობის რომელიმე ქსელმა, შესაძლოა, დაიწყოს ლოიალობის პროგრამაში გაწევრიანებული ყველა პირის მომსახურება შეღავათიანად და ამ გზით მნიშვნელოვნად გაზარდოს თავისი გაყიდვები. 

 

მაგალითად, თუ გაქვს ფარმაცევტული კომპანიის, სუპერმარკეტის, ბენზინგასამართი ან სხვა ტიპის კომპანიის ბარათი, ერთ-ერთი რომელიმე დაგიკლებთ 3%-ს შესყიდულ პროდუქციაზე ნებისმიერი ამ ბარათის წარმოდგენისას. ამან, შესაძლოა, ბევრი დამატებითი კლიენტი შესძინოს ქსელს. ასევე ეს საშუალებას მისცემს, მიიღოს დამატებითი მონაცემები საანალიზოდ. რამდენს ვაჭრობს სხვა კომპანიის მომხმარებელი მის ქსელში და ა.შ. ამით მას შეუძლია უფრო ეფექტურად დაგეგმოს თავისი აქციები.