GEO ENG
GEO ENG

როგორ შეიძლება გაიზარდოს ორგანიზაციების როლი გარემოს დაცვაში

”გააშენე შენი კორპორატიული ტყე” – ასეთი ტიპის აქციას შეიძლება გაუწიოს ორგანიზება გარემოს დაცვის სამინისტრომ, რაც გულისხმობს ორგანიზაციების მიერ საკუთარი სახელობის ტყის გაშენებას.

 

მთავრობამ სპეციალურად ამ აქციისთვის შესაძლოა განსაზღვროს და გაანაწილოს მიწები, სადაც იმ კომპანიებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს შეეძლებათ დარგონ ნერგები და გააშენონ საკუთარი ტყე. ამით კი საკუთარი წვლილი შეიტანონ გარემოს დაცვაში.

 

დამატებით ორგანიზაციებს შეეძლებათ  ამ ადგილზე საკუთარი მანიშნებელი ბილბორდის გაკეთება, პიკნიკისათვის მაგიდისა და სკამების მოწყობა, პერიოდულად ჩამოსვლა და ა.შ.

 

ამით კომპანიები შეძლებენ გააუმჯობესონ კორპორატიული გარემო, ხელი შეუწყონ თანამშრომლებს შორის არაფორმალური ურთიერთობების განვითარებას და გუნდურობის ამაღლებას.

 

რომ არ მოხდეს ამ აქციის გართულება იმით, რომელ კომპანიას რომელი მიწა უნდა გადაეცეს, ვიღაცას ცუდი შეხვდება თუ ვიღაცას კარგი – ვინც იჩქარებს მას უფრო მეტი არჩევანი ექნება.