GEO ENG
GEO ENG

როგორ შეიძლება გაზარდონ გაყიდვები ისეთმა მაღაზიებმა, როგორებიცაა celio*, cop. copine, 123 და ა.შ.

ვფიქრობთ კარგი იქნება, თუ ტანსაცმლის მაღაზიები, მაგალითად ისეთები, როგორებიცაა celio*, cop. copine, 123 და ა.შ. გააკეთბენ ერთგული მომხმარებლების კლუბს, სადაც გასაწევრიანებლად მომხმარებელმა გარკვეული რაოდენობის ან ღირებულების პროდუქცია უნდა შეიძინოს.

სპეციალურად კლუბის წევრებისთვის შესაძლებელია პერმანენტულად სხვადასხვა ტიპის ძალიან მაგარი აქციების და საღამოების მოწყობა, სადაც შესვლა დაშვებული იქნება მხოლოდ კონკრეტული ბრენდის ტანსაცმლით. მაგალითად, celio*-ს შეუძლია მოაწყობს რაიმე საღამო, სადაც შესვლა უნდა შეეძლოთ მხოლოდ მათ, ვისაც ეცმევა მხოლოდ celio*-ს ბრენდის სამოსი, მინიმუმ რისი შემოწმებაც შეიძლება (მაიკა, პიჯაკი, შარვალი და ა.შ.).

 

ასევე კარგი იქნება, თუ ახალი კოლექციის შერჩევის პროცესში კლუბის წევრებს შეეძლებათ მონაწილეობის მიღება და აგრეთვე, პირველი ორი დღის განმავლობაში ახალი კოლექცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ celio*-ს კლუბის წევრებისთვის.

 

ასეთი ტიპის აქციებით ტანსაცმლის მაღაზიები ხელს შეუწყობენ არსებული კლიენტების ლოიალურობის ზრდასა და ახალი კლიენტების მოზიდვას, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება მთლიანად გაყიდვებზე.