GEO ENG
GEO ENG

როგორ შევაფასოთ ხელმძღვანელი

თუ გვინდა შევაფასოთ, როგორია ხელმძღვანელი, უნდა ვნახოთ, როგორ მუშაობს მისი ორგანიზაცია, როდესაც ის სამსახურში არ არის.

 

საქმე იმაშია, რომ ორგანიზაციების უმეტესობაში ხელმძღვანელის გარეშე არაფერი ხდება. თუ ისე მოხდა, რომ მან სამსახურში მისვლა ვერ მოახერხა, თითქმის ყველაფერი ჩერდება – შეხვედრები აღარ ტარდება, გადაწყვეტილებები ვეღარ მიიღება, ჩერდება არა მარტო განვითარების, არამედ ოპერაციული, მიმდინარე პროცესების უმეტესობაც.

 

ეს ნიშნავს, რომ ასეთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი უფრო ძრავის ფუნქციას ასრულებს ორგანიზაციაში, ვიდრე მძღოლის. მართავს იგი არა სისტემას, არამედ, უბრალოდ, ადამიანების ჯგუფს; კი არ მიჰყავს ორგანიზაცია სადღაც, არამედ ცდილობს, მუდმივად ის საიდანღაც გაიყვანოს, მუდმივად რაღაც მიმდინარე პრობლემების განეიტრალებით არის დაკავებული და არა ორგანიზაციის მშენებლობით.

 

თუ ხელძღვანელი მის როლს ორგანიზაციის მართვაში სწორად ხედავს, დროის უდიდეს ნაწილს – გუნდის ჩამოყალიბებას, მათ შორის როლების განაწილებას, მათთვის მიზნებისა და ამოცანების მათთან ერთად დასახვას უთმობს, მთავარი პროცესების დახვეწაზე და მოტივაციის სწორი მექანიზმების შექმნაზე ზრუნავს, სტრუქტურას ქმნის და ავითარებს, ამას ყველაფერს სწორად და თანმიმდევრულად აკეთებს, მაშინ მისი არყოფნის შემთხვევაშიც ორგანიზაცია თითქმის სრულფასოვნად მუშაობს. ყველა თავის საქმეს აკეთებს და არც პროცესები ფერხდება მისი სამსახურში არყოფნის გამო.

 

იკითხეთ სინერჯი ჯგუფის წიგნები და წიგნაკები და ეძებეთ იდეები მათში როგორ მართოთ თქვენი ორგანიზაციები უკეთესად.