GEO ENG
GEO ENG

როგორ უნდა შეუქმნას აფთიაქმა მეტი ღირებულება მომხმარებლებს

ვფიქრობთ, ძალიან კარგი იქნება, თუ რომელიმე აფთიაქი რეგიონებში მდებარე საკუთარ ფილიალებს სხვა ფუნქციებსაც დაუმატებს. ამით მომხმარებლების ლოიალობასაც გაზრდის და ხალხსაც დაეხმარება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში.

 

ფუნქციებს რაც შეეხება, ასეთი შეიძლება იყოს ისეთ მედიკამენტებზე შეკვეთების მიღება და შემდეგ ჩატანა, რომელიც რაიონში არ იყიდება, ან ძნელად იშოვება. ასევე თბილისში, გამოკვლევებზე ვიზიტების დაგეგმვაში დახმარება მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. შესაძლებელია ასევე გაკეთდეს მცირე ზომის თერაპიული ოთახი, სადაც შესაძლებელი იქნება კარდიოგრამის გადაღება, თმის ცვენის ანალიზი, შაქრის დონის გაზომვა და ა.შ. ვფიქრობთ, რეგიონებში ასეთი მომსახურებების მიღება ხალხს ძალიან სჭირდება.