GEO ENG
GEO ENG

როგორ უნდა გაუმკლავდნენ სადაზღვევო კომპანიები ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან მომავალ საფრთხეს

ავერსმა სადაზღვევო ოპერაციების წარმოების დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა. ის აპირებს, აქტიურად შევიდეს სამედიცინო დაზღვევის ბაზარზე, რაც გარკვეულ საფრთხეს უქმნის იქ მოღვაწე კომპანიებს.

 

ვფიქრობთ, მათი მხრიდან ამ ცვლილებაზე ყველაზე სწორი რეაგირება შეიძლება იყოს:

 

ა) სამკურნალო დაწესებულების ამორჩევის თავისუფლების მინიჭება მომხმარებლისათვის. ავერსი, სავარაუდოდ, მომხმარებელს მხოლოდ საკუთარ კლინიკაში მომსახურებას შესთავაზებს, რაც ბევრისთვის სხვადასხვა მიზეზების გამო შეიძლება იყოს მოუხერხებელი, ან არასასურველი.

 

ბ) სხვა სააფთიაქო ქსელებთან აქტიური თანამშრომლობა სამედიცინო დაზღვევის პროდუქტების აფთიაქებში გაყიდვის მიზნით. ავერსი, სავარადუოდ აქტიურად დაიწყებს თავისი ქსელის გამოყენებას დაზღვევის გასაყიდად. შესაბამისად, კლიენტებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, სხვა აფთიაქებში ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ სხვა ალტერნატივების შესახებაც.

 

გ) გააძლიერონ და განავითარონ ოჯახის ექიმების ინსტიტუტი, რასაც სავარაუდოდ ავერსი არ გააკეთებს. ან ისე კარგად ვერ გააკეთებს, იმიტომ, რომ ნაკლებად დასჭირდება. სადაზღვევოებს კი ის არაკეთლისინდისიერი კლიენტებისაგან და პროვაიდერებისაგან გამოწვეული დანაკარგების და დანახარჯების შემცირების შესაძლებლობას მისცემს.

 

რაც უფრო ადრე დაიწყებენ სამედიცინო დაზღვევაზე ორიენტირებული სადაზღვევო კომპანიები ამ სტრატეგიით მოქმედებას, მით უფრო ნაკლებად დაკარგავენ ამ ბაზარზე პოზიციებს.