GEO ENG
GEO ENG

როგორ გავხადოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უფრო მიმზიდველი

თუ უნივერსიტეტი შეძლებს  წარჩინებული სტუდენტების დიდ ნაწილს დაეხმაროს დასაქმებაში, ვფიქრობთ, მისი მიმზიდველობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამისთვის ეფექტური ნაბიჯი შეიძება აღმოჩნდეს უნივერსიტეტში დასაქმების ცენტრის შექმნა.

 

ამ ცენტრმა სამი ძირითადი მიმართულებით უნდა იმუშაოს:

პირველ რიგში, ყველა წამყვან სტუდენტს გაუკეთოს სრულყოფილი CV საჭირო დახასიათებებით, ლექტორებისაგან რეკომენდაციებით და სხვა აუცილებელი ინფორმაციით. ასევე დაუნიშნოს იმ ორგანიზაციებში შეხვედრები, სადაც ყველაზე დიდი ალბათობით დასაქმდებიან.

 

პარალელურად დაეხმაროს ყველა ორგანიზაციას, ვისაც აქვს ინტერესი უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის იპოვოს მისთვის სასურველი კანდიდატი. ამისათვის უნდა გაერკვიოს მათ მოთხოვნებში და ხელი შეუწყოს შერჩევის ღონისძიების ორგანიზებაში.

 

ასევე ჩაატაროს დამატებითი ლექციები და ტრენინგები იმის შესასწავლად, თუ როგორ იპოვონ პოტენციური დამსაქმებლები, როგორ შეავსონ CV, როგორ ისაუბრონ და მოიქცნენ გასაუბრებებზე.

 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცენტრი ეხმარებოდეს როგორც მუდმივ, ასევე მოკლევადით დასაქმებაში(საზაფხულო სამუშაო, პრაქტიკები, სტაჟირება).

 

ამ ცენტრის შექმნა ერთის მხრივ გაზრდის უნივერსიტეტის რეიტინგს, მეორეს მხრივ კი სტუდენტები იქნებიან მოტივირებულნი უკეთ ისწავლონ, რათა შევიდნენ წარჩინებულთა რიცხვში.