GEO ENG
GEO ENG

როგორ გააუმჯობესოს რომელიმე აითი ინტეგრატორმა კომპანიამ სასტუმროების მომსახურება

თუ მსხვილი აითი ინტეგრატორი შექმნის პროგრამულ უზრუნველყოფას სპეციალურად სასტუმროებისთვის, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ინტერნეტით ნომრების დათვალიერება, დაჯავშნა და ელექტრონულად ფულის გადახდა, ვფიქრობთ, საქართველოში (და შესაძლებელია აზერბაიჯანსა და სომხეთშიც) მას საკმაოდ ბევრი დიდი სასტუმრო შეიძენს.

 

ამით კომპანიაც შემოსავალს მიიღებს და ქართული სასტუმროების განვითარებაც დაჩქარდება. თანაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ უმეტესად საქმიანი ვიზიტით ჩამოსულები სტუმრობენ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს, ვფიქრობთ, ისინიც ძალიან კმაყოფილები დარჩებიან დროის დაზოგვით.