GEO ENG
GEO ENG

როგორი შეიძლება იყოს “დედის ანაბარი” -სპეციალური საბანკო პროდუქტი დიასახლისებისათვის

დიასახლისები (დედები, რომლებსაც ოჯახის მოვლის გარდა სხვა სამსახური არ აქვთ), რომლებიც თბილისში და მთლიანად საქართველოში მრავალი ათეული ათასია, მათ ერთ ერთ მნიშვნელოვან საქმედ, სხვადასხვა მიზნობრიობით, ფულის დაზოგვას მიიჩნევენ. ამას ისინი მეტ ნაკლები წარმატებით ახერხებენ მეუღლეების მიერ მათთვის სხვადასხვა საყიდლებისათვის მიცემული ფულიდან. თუ რომელიმე ბანკი, სასურველია ფილიალების ფართო ქსელის მქონე, დაეხმარება მათ ადვილად გააკეთონ ეს , ჩვენი გათვლებით, ყოველწლიურად 10 მილიონზე მეტი ლარის მობილიზებას შეძლებს გრძელვადიანი რესურსის სახით. ერთ ამდენზე მეტი ბრუნვებით და მისი შესაბამისი საკომისიოებით გაეზრდებათ. მოიმატებს პლასტიკური ბარათების რაოდენობა და ელექტრონული საბანკო პროდუქტების გაყიდვები.

 

სპეციალური ანაბარი დიასახლისებისათვის უნდა იძლეოდეს თანხების ნაღდი ფულის გადახდის აპარატებიდან შეტანის საშუალებას, უნდა ჰქონდეს სხვადასხვა მიზნობრიობით და დასახელებებით (დავითის დაბადების დღე, სანდროს სასკოლო წიგნებისთვის და ა.შ.) ქვეანგარიშების გახსნის და ამ ქვეანგარიშებს შორის თანხმების რაც  შეიძლება ადვილად გადატანა-გადმოტანის შესაძლებლობა. ანგარიში უნდა იყოს ადვილად კონვერტირებადი ერთი ვალუტიდან მეორეში, რათა დიასახლისს ჰქონდეს “სავალუტო რისკების შემცირების” შესაძლებლობა.

 

ეს ანგარიში იმდენად საბანკო არ უნდა იყოს, რამდენადაც დიასახლისებისთვის. მან უნდა შეუქმნას შეგრძნება მფლობელს, რომ ჩართულია ოჯახისთვის მნიშნელოვან საქმეში (ასეც არის პრინციპში). გარკვეული თანხების დაგროვების შემდეგ მფლობელისთვის რაღაცეები უნდა იცვლებოდეს იმისთვის, რომ მას დაგროვების მეტი აზარტი და ინტერესი ჰქონდეს. ასეთ შემთხვევაში საბანკო ანაბრის წარმოება მათთვის საინტერესო, სახალისო საქმიანობად გადაიქცევა. ამან ასევე თვითრეალიზაციის შეგრძნებაც შეიძლება შეუქმნას მათ.

 

ამ იდეის განმხორციელებელი ბანკი კი სტაბილურ და ლოიალურ კლიენტებს შეიძენს ათასობით ოჯახის სახით, ვინადიან, სადაც იქნება დედის ანაბარი დიდი შანსია, რომ იქვე იყოს ოჯახის სხვა ანგარიშებიც. ყოველ შემთხვევაში იმის შესაძლებლობა, რომ ამ მიამრთულებით იმუშაოს სწორედ ამ ბანკს ბევრზე უფრო მეტი ექნება სავარაუდოდ.

 

ის ბანკი, რომელიც დიასახლისებს ამ საჩუქარს გაუკეთებს, აქედან მნიშვნელოვან მოგებას მიიღებს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.