GEO ENG
GEO ENG

რისი გაკეთება შეუძლია აგრარულ უნივერსიტეტს დამატებით სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის

აგრარულ უნივერსიტეტს, მისი პროფილიდან გამომდინარე, კარგი შესაძლებლობა აქვს დაამუშაოს და შესთავაზოს მსურველებს მოკლევადიანი (1,2,3 თვიანი) სპეციალური სასწავლო კურსები. მათი მეოხებით შეასწავლის თანამედროვე ტექნოლოგიებს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებში. მაგალითად, ცხოველის კვება, ფრინველის გაზრდა, ვეტერინარია, საკვების დამზადება, სხვადასხვა ტიპის ბოსტნეულის მოყვანა და ა.შ.

 

ასეთი სასწავლო კურსების დაფინანსების მოძიება შეიძლება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდანაც. ისინი ხომ საკმაოდ დიდ სახსრებს ხარჯავენ საქართველოში სოფლის მეურნეობის გასავითარებლად.