GEO ENG
GEO ENG

რითი შეუძლია ფერმერების დახმარება სოფლის მეურნეობის სამინისტროს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუძლია ორგანიზება გაუკეთოს სხვადასხვა კვლევების ჩატარებასა და საჯაროდ გამოქვეყნებას. ამით იგი ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობით ან გადამამუშავებელი მრეწველობით დაინტერესებულ პირებს საქმიანობის პროცესში უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში.

კვლევები შეიძლება ეხებოდეს წარმოების მოცულობებს, ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკას, სხვა ქვეყნების ანალოგიურ გამოცდილებებს და ა.შ.

ეს კვლევები უნდა იყოს საჯარო, მინიმუმ უნდა განთავსდეს სამინისტროს ვებ-საიტზე და ყველა დაინტერესებულ პირს უნდა შეეძლოს მისი მოხმარება.