GEO ENG
GEO ENG

რა ძირითადი ფუნქცია შეიძლება შეიძინოს სიღნაღმა

ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიღნაღი შეიძლება ძალიან ადვილად გახდეს ურთიერთობის განახლებისთვის საუკეთესო ადგილი იმ წყვილებისათვის, რომლებსაც თანაცხოვრების მრგვალი თარიღი უსრულდებათ, ან, უბრალოდ, დიდხანს ცხოვრობენ ერთად. 

ამისათვის კი კარგი იქნებოდა, არსებობდეს ბილეთი სიღნაღში – პლასტიკური ბარათი, რომელზე ჩარიცხული თანხის გამოყენებაც მარტო სიღნაღში, მის ყველა ძირითად ობიექტში იქნება შესაძლებელი.

ამ ბილეთის გაყიდვა ადვილად შეიძლება ამ წყვილების შვილებზე ან მეგობრებზე, რომლებიც მათში ურთიერთობის განახლების საჭიროებას ხედავენ.

ამის გარდა, თუ თავდაპირველად ამ ბარათზე ჩარიცხულ თანხას დამატებით დაერიცხება იმდენი პროცენტი, ერთად ცხოვრების რამდენი წელიც უსრულდებათ, სიღნაღი პირველივე ეტაპზე ბევრ წყვილს მიიზიდავს, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სასურველი იმიჯის მოპოვებასაც.

გამოცოცხლებული სიღნაღი განვითარებული ინფრასტრუქტურით კი, თავის მხრივ, გაცილებით უფრო მეტი ადამიანისთვის გახდება მიმზიდველი და საინტერესო.