GEO ENG
GEO ENG

რა შეუძლია გააკეთოს მთავრობამ წარმატებული რთველისთვის

ვფიქრობთ, უფრო მეტი ოჯახის წახალისებას სახლში დაწუროს ღვინო, რისი მიღწევაც ოჯახებში დაწურული ღვინის კონკურსის მოწყობით ძალიან ადვილად შეიძლება, მნიშვნელოვნად შეუძლია გაზარდოს მოთხოვა ყურძენზე და რთველიც გაცილებით უფრო წარმატებული გახადოს. 

 

თუ ობიექტური, გამოცდილი სპეციალისტების მიერ გაისინჯება და შეირჩევა რამოდენიმე კატეგორიაში ჯერ უბანში (რაიონში), მერე ქალაქში, ბოლოს კი ქვეყნის მასშტაბით ოჯახებში დაწურული საუკეთესო ღვინოები, თუ რაიონებში გამარჯვებულები პრიზის სახით დავუშვათ 10 000 ლარამდე მიიღებენ, ხოლო ქვეყანაში გამარჯვებული რამოდენიმე ოჯახი დავუშვათ 100 – 150 ათას ლარს, ამას შეუძლია ოჯახების 5-10% დამატებით გაუჩინოს ღვინის სახლში დაწურვის მოტივი. ქართველი მამაკაცისათვის ბევრი არაფერია ისეთი საამაყო, როგორც კარგი ღვინის ქონა სახლში, მით უმეტეს საკუთარი დაყენებულის. რამდენად საამყო იქნება ამ კონურსის ნებისმიერ ტურში გამარჯვება, პრიზზე რომ არაფერი ვთქვათ. და თუ ისინი საშუალოდ 500-600 ლიტრს მაინც დაწურავენ, ამას მთლიანი მოსავლის 40-50% შეიძლება დაჭირდეს. რაც მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ხელისუფლებას რთველთან დაკავშირებული ბევრი პრობლემის მოგვარებას.

 

თუ გავითვალისწინებთ, რომ მთავრობა წელს რთველზე 30 მილიონის დახარჯვას აპირებს, ღვინის დასაწურად უფრო ადვილი დამატებითი ინფრასტრუქტურა რომ მოეწყოს, სადაც ყველა მსურველი შეძლებს მისვლას, ყურძნის მიტანას ან იქვე ყიდვას და დაწურვას, და ამასთან ერთად თუ ერთ მინის ბოცასაც გადასცემენ კონკურსზე დარეგისტრირებულ ყველა ოჯახს (რომლითაც მათ საკონკურსო ღვინო უნდა წარმოდგინონ მთელი თავისი ისტორიით) ამან კიდევ უფრო მეტი ოჯახისთვის შეიძლება შექმნას კონკურსში მონაწილეობის სტიმული.