GEO ENG
GEO ENG

რა შეუძლიათ კომპანიებს გააკეთონ თანამშრომლების კმაყოფილების გასაზრდელად და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის

ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ მცირე და საშუალო სიდიდის კომპანიები გააკეთებენ სავარჯიშო დარბაზებს საკუთარი თანამშრომლებისთვის.

 

ამისათვის, ალბათ, საჭირო იქნება კომპანიამ გამოჰყოს ფართი, სადაც გაკეთდება კორპორატიული სავარჯიშო დარბაზი. ასეთი დარბაზით სარეგებლობა უნდა შეეძლოს ყველა თანამშრომელს დღეში, ვთქვათ, 1 საათით – სამუშაოს შემდეგ, ან სამუშაო საათების დროს.

 

მსგავსი სავარჯიშო ოთახები შექმნის თანამშრომლებისთვის არაფორმარულ გარემოს და გააუმჯობესებს ორგანიზაციის შიდა ურთიერთობებს, ამასთან ერთად აამაღლებს თანამშრომლების განწყობის დონეს.

 

თანამშრომლების მოტივაციისა და ორგანიზაციის გაჯანსაღების გარდა, ამ ნაბიჯს შეუძლია, ზოგადად ადამიანებს გაუჩინოს სურვილი – იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის პოპულარიზაციის შემთხვევაში, კომპანია შექმნის ღირებულ საზოგადოებრივ სარგებლს, რაც ნებისმიერი ორგანიზაციისთვის ერთ–ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს.