GEO ENG
GEO ENG

რა შეუძლიათ გააკეთონ IT კომპანიებმა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ

ქართული IT კომპანიები სათანადო ყურადღებას რომ უთმობდნენ ამ საკითხს, ახალ ტექნოლოგიებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ სახელმწიფო თუ კერძო სექტორების საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებაში. ამასთან, დიდ სარგებელს მოუტანდა თვითონ ამ კომპანიებს, რომლებიც შეძლებენ მოძებნონ სხვადასხვა დარგებში ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობები, დაამუშავონ და დანერგონ რეალობაში.

 

ერთ-ერთი ასეთი შესაძლებლობაა მოსახლეობის ავადმყოფობის ისტორიების აღრიცხვის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება.

 

თუ ვინმე დაამუშავებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც იძლევა საშუალებას პაციენტების ავადმყოფობის ისტორიის შესახებ ინფორმაციის შეტანისა და საჭირო ინფორმაციის ამოღებისა, შემდეგ ამ პროგრამულ უზრუნველყოფას დანერგავს სამკურნალო დაწესებულებებში, რომლებიც ერთიან კომპიუტერულ სისტემაში პერმანენტულად შეიტანენ პაციენტის მკურნალობის ისტორიას, ეს საშუალებას მისცემს ნებისმიერ ექიმს, ნებისმიერ პოლიკლინიკაში, საავადმყოფოში, ნებისმიერ ქალაქში თუ რაიონულ ცენტრში,  ინტერნეტის საშუალებით დაათვალიეროს ნებისმიერი ადამიანის ავადმყოფობის ისტორია, რაც მნიშვნელოვნად გაუადვილებს მას დანიშნოს სწორი და ეფექტური მკურნალობა.

 

ასეთი შესაძლებლობები ბევრია, მთავარია, ვინმემ მუდმივად იფიქროს მათ ძიებასა და რეალობაში გადატანაზე.

 

მაგალითისთვის, ასეთივე ტიპის შესაძლებლობები შეიძლება იყოს სკოლის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, ყოფაქცევისა და გაკვეთილებზე დასწრების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, ასევე, სისხლის სამართლის (სამოქალაქო, ადმინისტრაციული) საქმეების მიმდინარეობის აღრიცხვის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება.