GEO ENG
GEO ENG

რა შესაძლებლობებს იძლევა თბილისში არსებული საწარმოო ფართები დეველოპერებისთვის

დეველოპერული კომპანიების ახალი მიმართულებით განვითარების კარგი საშუალება შესაძლოა აღმოჩნდეს დიდი წარმოებების მიმდებარე ტერიტორიის დეველოპმენტი.

 

ერთის მხრივ ეს შეიძლება იყოს ქალაქგარეთ არსებული საწარმოების მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი და სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარება. მეორეს მხრივ კი თბილისში არსებული დიდი წარმოებებისთვის ქალაქგარეთ, ყველა საჭირო პირობით მოწყობილ ტერიტორიაზე გადასვლის ალტერნატივის შეთავაზება.

 

დეველოპერებს შეუძლიათ საწარმოებს, რომლებიც ქალაქში ფუნქციონირებენ, შესთავაზონ განვითარების პროექტი, რომელიც წარმოების ქალაქგარეთ გადატანას გულისხმობს. სამაგიეროდ კი ქალაქში მათ მიერ დაკავებული ტერიტორიის უფრო ეფექტურად გამოყენების გეგმას შესთავაზებს. ეს ტერიტორიები მათ შეუძლიათ ბევრად მომგებიანად გამოიყენონ, ხოლო საწარმო ქალაქგარეთ – დაბალი ღირებულების მიწაზე გადაიტანონ.

 

ქალაქგარეთ მდებარე წარმოებებისთვის კი შეიძლება გაკეთდეს მიმდებარე ტერიტორიის განვითარების გეგმა. ეს გულისხმობს საწარმოში მომუშავეებისთვის დასახლებების აშენებას და საცხოვრებელი პირობების შექმნას – პარკების, გასართობი ცენტრის თუ საბავშვო ბაღის გაკეთებას. ამით საწარმოები დასაქმებულებს მეტ კომფორტს შეუქმნიან, ისინი სამსახურთან ახლოს შეძლებენ იცხოვრონ, დაისვენონ და გაერთონ.

 

ვფიქრობთ, ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი შესაძლებლობები არსებობს ქალაქში გამოთავისუფლებული ტერიტორიების უფრო ეფექტურად გამოყენებისა და ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების მხრივ.