GEO ENG
GEO ENG

რა შესაძლებლობები აქვს საავიაციო ქარხანას სპორტული ინვენტარის ბაზარზე

ვფიქრობთ, თუ საავიციო ქარხანა სხვადასხვა გამზომი ხელსაწყოებით აღჭურვილი ტრენაჟორების წარმოებას განავითარებს, შესაძლოა, კარგი ბიზნესი გამოუვიდეს. მისი მომხმარებლები საქართველოს გარდა მომიჯნავე ქვეყნებიც გახდებიან.

 

ამ ტიპის სპორტულ ინვენტარზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება და კიდევ უფრო გაიზრდება დასავლური ცხოვრების წესის დამკვიდრების და საშუალო ფენის ეკონომიკურ მომძლავრებასთან ერთად. მოთხოვნილება ჯანმრთელი ცხოვრების წესსზე სულ უფრო იზრდება, რაც ამ ტიპის პროდუქტებზე მოთოვნას ზრდის.

 

მეორეს მხრივ , საავიაცო წარმოება მაღალი სიზუსტის, გამძლე და საიმედო ინვენტარის წარმოებასთან ადვილად შეიძლება გახდეს ასოცირებული. ანუ იმაში მომხმარებლის დარწმუნება, რომ წარმოებაში, სადაც “სუ-ს” გამანადგურებლებს უშვებდნენ, გამძლე და ზუსტი ტრენაჟორების წარმოებაც, არ იქნება ძნელი. ამასთან ფასიც არ უნდა გამოვიდეს დიდი, სხვა ქვეყნებიდან ამ ტიპის ინვენტარის ტრანსპორტირების სირთულეების გათვალისწინებით.

 

შესაბამისად ვფიქრობთ, მის განვითარებაზე ფიქრი საავიაციო ქარხნისთვის დროში საკმაოდ პერსპექტიული შეიძლება აღმოჩნდეს.