GEO ENG
GEO ENG

რა შეიძლება იყოს კიდევ ერთი გზა ახალი მანქანების გასაყიდად

ახლა, როცა კატასტროფულად არის შემცირებული ისეთი ადამიანების რიცხვი, ვისაც მარტოს შეუძლია ახალი ავტომანქანის ყიდვა უფრო საინტერესო ხდება გაყიდვის ერთობლივი ფორმა. დიახ, ბევრი ადამიანი გააკეთებს ამას. ქორწილი კი ერთ ერთი საუკეთესო მიზეზი შეიძლება იყოს ასეთი, შესყიდვისათვის.

 

 

ახალი ავტომანქანა საუკეთესი საჩუქარი შეიძლება იყოს ახლად დაქორწინებულთათვის. თუ ავტოდილერები შეძლებენ ისე “შეფუთონ” ეს საჩუქარი რომ დიდხანს დაამახსოვრედთ წყვილსაც და მათი ქორწილის სტუმრერებსაც, კარგად მორგებულ გადახდის პირობებსაც რითაც, სავარაუდოდ, რამოდენიმე ათეულ ახალ მანქანას ადვილად გაყიდიან.

 

წარმოიდგინეთ, ქორწილის რამდენ სტუმარს გაუადვილებს საქმეს უბრალო ჩანაწერი მოსაწვევში “გექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღოთ ახალდაქორწინებულთა ერთი დიდი და ძალიან ფასეული საჩუქრით დასაჩუქრებაში”. 200–სტუმრიანი ქორწილის შემდეგ ძალიან ადვილად შეიძლება შეგროვდეს საშუალო ფასიანი ახალი მანქანის ღირებულების 30% და მეტიც. ეს პირველადი შენატანი შეიძლება აღმოჩნდეს. ხოლო მშობლები თუ საჩუქრის სხვა ინციატორები ადვილად მიიღებენ გადაწყვეტილებას ასეთი საჩუქარის გაკეთებაზე, თანაც რამოდენიმე კაცი ვალდებულებას უფრო ადვილად დაიტოვებს იმაზე, რომ ერთ წელიწადში ერთობლივად დაფარონ საჩუქრის დარჩენილი ღირებულება.

 

მოკლედ, თუ რომელიმე ავტოდილერი (სასურველია შედარებით მრავალფეროვანი ასორტიმენტით) გააკეთებს:

 

ა) მნიშვნელოვან ფასდაკლებას ახლადდაქორწინებული წყვილებისათვის;

 

ბ) ავტომანქანის საფასურის გადახდის პირობებს მოარგებს ამ მიზანს;

 

გ) საჩუქრის გადაცემის ეფექტურ სცენარს დაამუშავებს;

 

დ) ასევე საფასურის ჯგუფური დაფარვის სქემას მოიფიქრებს;

 

ე)  შეძლებს დიდ და პრესტიჟულ რესტორნებში, სადაც ყველაზე ხშირად იხდიან ჩვენთან ქორწილს გააკეთოს თავისი სტენდი და ინფორმაცია მიაწოდოს ქორწილის ორგანიზატორებს ასეთი საჩუქრის შესაძლებლობის შესახებ გააკეთებს საინტერესო პროდუქტს, რომელიც მას წელიწადში რამოდენიმე ათეული ახალი მანქანის გაყიდვაში დაეხმარება. ახალ წყვილებსაც დიდ სიხარულს მიანიჭებს და საჩუქრის ჩუქების მსურველებსაც საზრუნავს შეუმცირებს.

 

ვფიქრობთ ცდად უნდა ღირდეს.