GEO ENG
GEO ENG

რა შეიძლება გახდეს ფარმაცევტული კომპანიებისათვის წარმატების განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი ფაქტორი

ის, ვინც პსპ, ავერსი, ჯიპის თუ სხვა, შედარებით უფრო მცირე სააფთიაქო ქსელებს შორის ყველაზე კარგად შეძლებს მომხმარებლის დარწმუნებას იმაში, რომ რეალურად ზრუნავს და ეხმარება ადამიანებს ნაკლებად გახდენენ ავად, არსებული კლიენტების ლოიალურობასაც გაზრდის და ახლებსაც ბევრს შეიძენს.

 

ვიღაცას, შესაძლოა, ეს მოსაზრება აბსურდულად მოეჩვენოს. ერთი შეხედვით ისინი ხომ ადამიანების ავადმყოფობაზე შოულობენ ფულს და რატომ უნდა იზრუნონ მათ ჯანმრთელობაზე. თუმცა აქ მთელი აზრიც მაგაშია. სავარაუდოა, რომ ადამიანები იმ კომპანიის აფთიაქებში ამჯობინებენ წამლის ყიდვას, რომელიც აქედან მიღებული მოგების მნიშვნელოვან ნაწილს ისევ ადამიანების ჯანმრთელობაზე ხარჯავს.

 

იმისათვის, რომ დაეხმარნონ ადამიანებს, არ გახდნენ ავად ძალიან ბევრი გზა არსებობს, რისი გაკეთებაც მათ საკმაოდ მცირე დანახარჯებით შეუძლიათ. მაგალითად:

 

ა) ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა აქტიური თავისი სახელით მათ ნდობადობასაც გაზრდის და მომხმარებლის დამოკიდებულებასაც შეცვლის მათ მიმართ.

 

ბ) პირბადეების დარიგება საჩუქრად, შესაძლოა, მათივე ლოგოტიპით. ასევე ცნობადობისთვისაც კარგი იქნება და ბრენდისთვისაც.

 

გ) წვიმიან, ცივ ამინდში ოფისებში ასპირინის და მსგავსი წამლების დარიგება. ან უკვე გახსნილის პლასტმასის პატარა ჭიქებით, დავუშვათ, ავტობუსების ან მეტროს გაჩერებებზე შოკის მომგვრელი და მადლიერების აღმძვრელი შეიძლება აღმოჩნდეს.

 

მოკლედ, გზები ბევრია, მთავარია ხედვა იყოს ამ საკითხის სწორი. და კიდევ, თუ ეს კომპანიები თავის ფარმაცევტებს აფთიაქში შესული ადამიანების რაოდენობაზე მოტივაციას გაუკეთებენ (მაგალითად რაღაც თანხა ბონუსის ფონდში თითოუელ ამობეჭდილ ჩეკზე) მათი მისალმებაც უფრო ბუნებრივი გახდება, გაღიმებაც და დამშიდობებაც. ავერსი (პსპ) გისურვებთ ჯანრმთელობას – კარგ შემთხვევაში არაფრის მთქმელი სახის გამომეტველებით და ხშირ შემთევავაში კი ცივი და აგრესიული მზერით გამოთქმული დამშვიდობება, უფრო იმის სურვილის გიჩენს, რომ აღარასოდეს შეხვიდე იქ, აღარ იქნება მათი საფირმო ნიშანი.