GEO ENG
GEO ENG

რა შეიძლება გახდეს მთავარი წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორი ინტერნეტისა და მობილური ოპერატორებისათვის

მობილური, ისევე როგორც ინტერნეტპროვაიდერები, ბევრ ფულს ხარჯავენ ახალი პროდუქტების თუ აქციების მოფიქრებაზე და მერე მათ მარკეტინგზე. ქმნიან სამსახურებს, იბირებენ ერთმანეთისგან კადრებს.  არა და მომხმარებლების უმეტესობისათვის ნელ-ნელა თანაბრდება მათი სერვისიც და ასორტიმენტიც. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მობილური ოპერატორების მიერ შემოთვაზებულ ახალ-ახალ ინოვაციურ სერვისებს ადამიანები ნაკლებად იყენებენ. ეს ყველაფერი ცხადს ხდის, რომ ფასი გახდება ძირითადი ფაქტორი კონკურენტულ ბრძოლაში. გამარჯვებისთვის კი ხარჯთეფექტური სტრუქტურა და პროცესები იქნება საჭირო. შესაბამისად, ვინც დღეს კადრებსაც ზრდის და ხარჯებსაც ტექნოლოგიური ან ასორტიმენტის თვალსაზრისით უპირატესობის მოსაპოვებლად, ხვალ შეიძლება ბაზრის ავტომატური აუტსაიდერი გახდეს. კომპანიამ მინიმალური სერვისებით მცირე საოპერაციო ხარჯებით კი შეძლება ადვილად დაამარცხოს კონკურენტები.