GEO ENG
GEO ENG

რა შეიძლება გახდეს ინტერნეტ-პროვაიდერების მთავარი პრიორიტეტი

ქართული ინტერნეტ სივრცის განვითარება დღეს ინტერნეტ-პროვაიდერებისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ამოცანაა ვიდრე ინტერნეტ-მომხმარებლების რაოდენობის ზრდა ან მათ მიერ ინტერნეტის მოხმარების სტიმულირება ზოგადად.

 

ვისაც ინტერნეტთან აქტიური შეხება აქვს კარგად იცის, რამდენად განუვითარებელია ამ მხრივ ქართული სივრცე. ანუ ადამიანები რომლებიც დღეს უცხო ენებს (როგორც ინგლისურს ისე რუსულს) სათანადოდ ვერ ფლობენ ინტერნეტისგან რაიმე სახის სარგებლის მიღება დღეს ძალიან გაუჭირდებათ. არ არსებობს პროფესიული, ინტერესების სფეროების მიხედვით, ასაკობრივი თუ სხვა ტიპის მსგავსი მომხმარებლებისთვის თემატური რესურსები. მოკლედ მოწყენილობაა ქართულენოვან სივრცეში. ამ პირობებში მასივების, რეგიონების, საშუალო ასაკის მომხმარებლების აქტიური ჩართვის სტიმულირებას დიდი არაფერი შედეგი არ შეიძლება ჰქონდეს.

 

შესაბამისად ვფიქრობთ დროა ინტერნეტ-პროვაიდერებმა ამ საკითხს უფრო მეტი დრო დაუთმონ. ამით გაზრდიან მომხარებლების რიცხვსაც, მათ მიერ ქსელში დახარჯულ დროსაც და რაც მთავარია ინტერნეტის  თვითღირებულებასაც შეიმცირებენ. ამისთვის კი საჭიროა, რომ არა მარტო საკუთარი ინტერნეტ პროექტები განავითარონ (რაც ვერანაირად ვერ იქნება საკმარისი ინტერნეტის მრავალფეროვანი შესაძლებლობების გამოსაყენებლად) არამედ დაიწყონ აქტიური ძიება საინტერესო ინტერნეტ პროექტების იდეების და აქტიურად შეუწყონ ხელი მათ განვითარებას რათა რაც შეიძლება მეტი წარმატებული პროექტი განხორციელდეს, ბევრი რესურსი შეიქმნას და ქართული სივრცეც მნიშვნელოვნად გააქტიურდეს.