GEO ENG
GEO ENG

რა შეიძლება გახდეს ბანკისათვის მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღების წყარო

გამომდინარე იქედან, რომ საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხების თითქმის 60%-ზე მეტი რუსეთზე მოდის (რაც ყოველწლიურად 600 მილიონ დოლარამდეა), ხოლო თანხების გადმოსარიცხად ადამიანები საკმაოდ ძვირადღირებულ სისტემებს იყენებენ, ვფიქრობთ, ბანკისთვის კარგი შესაძლებლობები არსებობს ამ ბაზარზე უფრო აქტიური მოქმედებისთვის. 

 

თუ ბანკი შეძლებს, მისი მთავარი მეპატრონე ბანკის დახმარებით, ფულის გადმორიცხვის ალტერნატიული, უფრო იაფი სისტემის შექმნას, ბარათებს მიებმება და სხვა საბანკო პროდუქტებსაც (ოვერდრაფტს, სამომხმარებლო კრედიტს, ვადიან ანაბრებს, ინტერნეტ ბანკსა თუ სატელეფონი საბანკო მომსახურებას) გამოიყენებს, შესაძლოა, ტრანზაქციების დიდმა ნაწილმა სწორედ ამ ბანკზე გაიაროს, დეპოზიტური ბაზაც საგრძნობლად გაიზარდოს და კლიენტების ბაზაც მნიშვნელოვნად გაუფართოვოს.