GEO ENG
GEO ENG

რა შეიძლება აღმოჩნდეს ახალი წარმატებული პროდუქტი ნახევარფაბრიკატების მწარმოებლისთვის

თუ ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი რომელიმე კომპანია სენდვიჩების კეთებას დაიწყებს, ეს საკმაოდ შემოსავლიანი შეიძლება იყოს მისთვის.

პლასტიკატის ყუთში ჩადებული გემრიელი პურით მომზადებული სენდვიჩი, რომელიც ძირითადად მისივე პროდუქციით გაკეთდება და თანაც იქნება მუდმივად ახალი, ძალიან გემრიელი და შესაჭმელადაც მოსახერხებელი, ალბათ საკმაოდ კარგად გაიყიდება.

ასეთ სენდვიჩებს უცხოეთში ხშირად შეხვდებით და დიდი მოთხოვნითაც სარგებლობს.

 

სენდვიჩების დისტრიბუცია შესაძლებელია ამავე კომპანიის სპეციალური სტენდების მეშვეობით, რომელიც განთავსებული იქნება დიდ მაღაზიებში, ა/გ სადგურებზე, მეტროში და ასევე შეიძლება თვითმომსახურე აპარატების დადგმა სხვადასხვა საჯარო ადგილებში.

 

მთავარი ამოცანა კი იქნება კარგი დისტრიბუციის სისტემის გაკეთება, რომელიც ყოველდღიურად ახალი სენდვიჩებით მოამარაგებს ამ სტენდებს. თუ კომპანია შეძლებს მოიპოვოს ახალი და გემრიელი სენდვიჩების მწარმოებლის სახელი, სავარაუდოდ, მისი პროდუქცია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წასახემსებელი გახდება.