GEO ENG
GEO ENG

რა უნდა გააკეთოს ფარმაცევტულმა კომპანიამ ბავშვებისთვის ლოიალურობის გასაზრდელად

ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ აფთიაქი, რომელსაც აქვს ლოიალურობის ბარათი, გააკეთებს გასართობ ცენტრს ბავშვებისთვის მისი ბარათის სახელწოდების შესაბამისად. ამ ცენტრში შესაძლებელი იქნება დაბადების დღეების გადახდა, სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება, იქ ბავშვის თუნდაც ერთი საათით მიყვანა და დატოვება.

 

ასეთი ტიპის ცენტრის გაკეთება აფთიაქისთვის კარგი იქნება რამოდენიმე მიზეზის გამო:

1. ბრენდის პრომოუშენისთვის.

2. ბარათების გავრცელებისთვის (დაბადების დღეებზე მიწვეული სტუმრებისათვის დარიგება).

3. არსებული მომხმარებლების ლოიალურობის ამაღლებისთვის.

 

ასევე, ცენტრში შესაძლებელი უნდა იყოს ამ ბარათით გადახდა. ამ შემთხვევაში მომხმარებლები უნდა სარგებლობდნენ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით (30-50%-მდე), რაც, ჩვენი აზრით, კიდევ უფრო მეტად დაასტიმულირებს ქულების დაგროვებას, მინიმუმ ბავშვის დაბადების დღის მოახლოების პერიოდში .