GEO ENG
GEO ENG

რა სიახლის შემოტანა შეუძლია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს

ვფიქრობთ, ძალიან კარგი იქნება, თუ თსუ გააკეთებს დისტანციური სწავლების კურსს, ანუ ყველას ექნება შესაძლებლობა, ინტერნეტით მცირე თანხის გადახდის შემდეგ, შეისწავლოს მისთვის საინტერესო საგნები სხვადასხვა სფეროდან.

 

კურსები შეიძლება იყოს რამოდენიმე თვიანი, პერიოდულად ჩატარდეს ტესტირებები, რის შედეგადაც საბოლოოდ გაიცემოდეს სერთიფიკატი.

 

ასევე, შესაძლოა, იყოს 4 წლიანი სწავლება, რომლის დროსაც ჩატარდება კოლოქვიუმები და გამოცდები. წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კი უნდა გაიცემოდეს დიპლომი. ეს მისწრება იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ აქვთ საშუალება 2400 ლარის ყოველწლიურად გადახდის, ან კიდევ თავიანთი პროფესიის სწავლების პარალელურად სურთ, სხვა რამეც ისწავლონ.

 

მსგავსი რამ ყველა წამყვან უნივერსიტეტს გააჩნია, ვფიქრობთ, ამით სახელმწიფო უნივერსიტეტი პოპულარობას და პრესტიჟს შეიძენს. ხოლო თუ სწავლება სხვადასხვა ენებზეც იქნება, უცხოელებიც შეიძლება დაინტერესდნენ.