თუ რომელიმე კომპიუტერული კომპანია დაიქირავებს 2-3 მხატვარს და მყიდველებს მოუხატავს კომპიუტერებს თავისი სურვილის მიხედვით, ვფიქრობთ, ბევრი ახალგაზრდა გაალამაზებს თავის კომპიუტერს. შესაძლოა არსებობდეს კატალოგები, ან მყიდველმა თვითონ აღუწეროს, ან აჩვენოს, თუ რა დიზაინი სურს. რეკლამისთვის, შესაძლოა, თავიდანვე მოხატონ რამოდენიმე კომპიუტერი და ვიტრინებში დააწყონ.