GEO ENG
GEO ENG

რა საინტერესო პროდუქტის შეთავაზება შეუძლიათ ბანკებს სტუდენტებისა და ახალდაქორწინებული წყვილებისათვის

ვფიქრობთ, თუ რომელიმე ბანკი ახალდაქორწინებულ წყვილებს და სტუდენტებს დაუფინანსებს, ბინის გირაოს, შეძლებს პორტფელიც, შესაბამისად, შემოსავლებიც გაზარდოს და ახალი კლიენტებიც შეიძინოს.

სესხით სარგებლობისას კლიენტები გადაიხდიან გირაოს თანხის სესხის პროცენტს. ეს გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე ბინის ქირის გადასახადი. ბანკი მიიღებს პროცენტებს და გირაოს ვადის გასვლის შემდეგ მთლიან თანხას.

მსგავსი შეთავაზებით ბანკი შეძლებს, იმ ადამაინებს შორის გაიჩინოს ლოიალური კლიენტები და მიიღოს დამატებითი შემოსავლები, რომელიც დღეს ნაკლებად სარგებლობენ საბანკო მომსახურებით და რომლებიც, პერსპექტივაში, მისი სხვა პროდუქტების მომხმარებლებიც გახდებიან.