GEO ENG
GEO ENG

რა პერსპექტივა აქვს ადგილობრივი წარმოების შაქარს

თუ აგარის შაქრის კომბინატი ადგილობრივი ჭარხლის შაქრის წარმოებას დაიწყებს და არა მხოლოდ იმპორტირებული ლერწმის შაქრის გათეთრებით მიიღებს “ქართულ შაქარს”, თავისთვისაც კარგი იქნება და სოფლის მეურნეობის განვითარებასაც წაეხმარება.

 

გასაგებია, რომ ამ სახის შაქრის თვითღირებულება ბევრად მაღალი იქნება, ვინაიდან, შაქრის ლერწამთან შედარებით, ჭარხლის მოყვანა გაცილებით ძვირი დაჯდება, თუმცა, გემოსა და პროდუქტის ადგილობრიობის ფაქტორის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება მაინც მიზანშეწონილი უნდა იყოს.

 

ამისთვის საჭირო იქნება ოჯახების გამოკითხვა მიმდებარე სოფლებში, ვინ დათანხმდება ჭარხლის მოყვანას და რა ფასებში. ამის შემდეგ საბაზრო ფასის დათვლა და ბაზრის მზაობის შესწავლაც არ უნდა იყოს ძნელი.

 

მთავარია, რომ კომბინატს ერთი ახალი პროდუქტი დაემატება, რომელიც, ვფიქრობთ, წარმატებულიც იქნება და სოფლადაც ბევრ ოჯახს მისცემს დამატებით შემოსავალს.