GEO ENG
GEO ENG

რა მომსახურება შეუძლია შესთავაზოს სამშობიარო სახლმა ახალბედა დედებს

ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ სამშობიარო სახლი ახალბედა დედებს შესთავზებს, გაწერიდან პირველი რამოდენიმე კვირა, გამოცდილი ბებია ქალის მომსახურებას.

 

ახალბედა დედას, სამშობიაროდან გაწერის შემდეგ, ახალშობილის მოვლაში ძირითადად ან დედა, ან დედამთილი, ან ძიძა ეხმარება. ალბათ დედისთვის და სხვა ახლობლებისთვისაც უფრო მოსახერხებელი იქნება, თუ ბავშვს გამოცდილი ბებია ქალი მოუვლის და ამასთან ერთად დედასაც გაუზიარებს საკუთარ ცოდნას.

 

ასეთი სახის მომსახურება ბევრი დედისთვის მოსახერხებელი უნდა იყოს. ისინი შეძლებენ ბევრი მნიშვნელოვანი და სასარგებლო რჩევის მიღებას. სამშობიაროს კი შეუძლია მომსახურების ღირებულება კვირების მიხედვით განსაზღვროს, თანხიდან მხოლოდ გარკვეული საკომისიო აიღოს, უდიდესი ნაწილი კი ბებია ქალს დაუტოვოს. ვფიქრობთ, ბევრი ისარგებლებს ასეთი მომსახურებით